skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო, რეადმისიის ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინა

ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინა.

ორივე დოკუმენტი ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და ისინი ძალაში ერთდროულად შევა, რატიფიკაციის პროცესის დასრულების შესახებ ორივე მხარის შეტყობინებიდან ორ თვეში.

ხელშეკრულება საქართველოს მოქალეებისთვის ვიზის აღების პროცედურებს გაამარტივებს. ამავე ხელშეკრულების თანახმად, საკონსულო მოსაკრებელი ამჟამად არსებული 60 ევროდან 35 ევრომდე შემცირდება და გადასახადისაგან გათავისუფლდება პირთა გარკვეული კატეგორია, მათ შორის, ბავშვები, ევროკავშირში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება ეხება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს გაერთიანებული სამეფოს და დანიის გარდა.

რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად საქართველოს ხელისუფლებისთვის ვალდებულებებს და პროცედურებს განსაზღვრავს.

This post is also available in: English Русский

Back to top button