ახალი ამბები

მერაბიშვილი: “ჩვენ თავიდან ავიცილეთ სერიოზული საფრთხე“

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განხორციელებულ აფეთქებებში ეჭვმიტანილ პირთა დაკავებით პოლიციამ "სერიოზული საფრთხე აიცილა თავიდან“.

მისი თქმით, ეს ჯგუფი კიდევ აპირებდა აფეთქებების მოწყობას, ვინაიდან ერთ–ერთი ეჭვმიტანილის სახლში პოლიციამ ასაფეთქებული მოწყობილობები აღმოაჩინა.  

შსს–ის ცნობით, აღმოჩენილია “13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის, ჰექსოგენით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, ხოლო 1 ქილაში – ტყვიის გულები”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button