სააკაშვილის ორმხრივი შეხვედრები ლისაბონის სამიტის ფარგლებში
გარდა პრეზიდენტ ობამასთან გამართული ორმხრივი შეხვედრისა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19–20 ნოემბერს ნატოს ლისაბონის სამიტის ფარგლებში რიგი შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან და პრემიერ–მინისტრებთან, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
სააკაშვილი შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს დევიდ კამერონს; ავსტრალიის პრემიერ–მინისტრს ჯულია გილარდს; ჩეხეთის პრემიერ–მინისტრს პეტერ ნეჩას; ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ–მინისტრს მარკ რუტეს; ასევე თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულს; რუმინეთის პრეზიდენტს ტრაიან ბასესკუს და პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სააკაშვილი ასევე შეხვდა კადანის პრემიერ–მინისტრს სტივენ ჰარპერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)