skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის პირველ კომენტარი ”რუსეთის ჯაშუშურ ქსელზე”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა BBC–ს განუცხადა, რომ რუსეთის ჯაშუშური ქსელის გამოვლენამ საქართველოში წარმოაჩინა, რომ რუსული სპეცსამსახურები არ არიან კარგ ფორმაში და რომ რუსეთის სახელმწიფო აპარატს რეფორმირება ჭირდება, რომლის სწავლაც მათ საქართველოსგან შეუძლიათ.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა "უკვე მიაყენა ყველა ზიანი, თუკი რამე შეეძლო“ საქართველოს და მას არ ჰგონია, რომ ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავებამ კიდევ უფრო "მეტად გააუარესოს“ ისედაც ცუდი ურთიერთობები, რომელიც "იმედია" გაუმჯობესებისკენ შემოტრიალდება.   

“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ დივერსიაზე, ჯაშუშებზე, პროვოკაციებზე და ჯობია რეაგირება მოვახდინოთ ამაზე,“– განუცხადა მან BBC–ს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button