skip to content
ახალი ამბები

7 ნოემბრის მესამე წლისთავი აქციით აღნიშნეს

მცირემასშტაბიანი აქციით აღინიშნა 7 ნოემბერს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევის სამი წლისთავი.

პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სხვა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები, ქუჩაში დამონტაჟებულ ეკრანზე ნახეს ფილმი, რომელიც აგებული იყო საარქივო კადრებით, სადაც ნაჩვენები იყო პოლიციის მიერ სხვა იძულების საშუალებებთან ერთად რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში რამოდენიმე ადგილას საპროტესტო აქციების დარბევა.  

ამავე დღეს, სამი წლის წინ პოლიცია შეიჭრა ტელეკომპანია "იმედში“, რომელიც მაშინ აწ გარდაცვლილ ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და შედეგად მაშინ ტელეკომპანიის მაუწყებლობა შეწყდა.

ტელეკომპანია "იმედს“ პარლამენტის წინ გამართული აქცია კვირას თავის საინფორმაციო გამოშვებებში არ გაუშუქებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button