ახალი ამბები

რუსთავი 2 “რუსული ჯაშუშური ქსელის ფიასკოს” შესახებ ფილმის ჩვენებას გეგმავს

ტელეკომპანია "რუსთავი 2“–ის ეთერში დაგეგმილი დოკუმენტური ფილმის შესახებ ანონსი გადის, რომელიც "რუსული დაზვერვის სრულ ფიასკოს“ შეეხება.

40–წამიანი ანონსი, რომელიც პირველად 1 ნოემბერს გავიდა, რამოდენიმე მინიშნებას შეიცავს, რომლის თანახმადაც დოკუმენტური ფილმი, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეების დაკავებას შეეხება.

ანონსში "18 ჯაშუშია“ ნახსენები, თუმცა თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 პიროვნება იყო დაკავებული.

"რუსთავი 2" წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს „ენვერი“. ქართულ ანკესზე წამოგებული რუსეთის დაზვერვა; მეთოდები, რომლითაც რუსული დაზვერვა მთელ მსოფლიოში მოქმედებს; ყველაზე მასშტაბური აგენტურული ქსელი გამოვლენილია; რუსული დაზვერვის სრული ფიასკო; მალე "რუსთავი 2"–ზე,“ – ნათქვამია ანონსში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button