skip to content
ახალი ამბები

საქართველო ევროობლიგაციების განთავსებას გეგმავს

საქართველო ახალი, 10–წლიანი ევროობლიგაციების განთავსებას გეგმავს, რომელიც, ძირითადად, 2008 წელს გამოშვებულ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსპიკერმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

„ევროობლიგაციების გამოშვების დეტალები მომავალი წლის დასაწყისში განისაზღვრება,“ – განუცხადა მან Civil.ge–ს 30 ოქტომბერს.

საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები 2008 წლის აპრილში განათავსა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button