
გუდაუთას მეჩეთზე თავდასხმის გამოძიება “დასასრულს უახლოვდება“
გუდაუთას მეჩეთზე თავდასხმის გამოძიება "დასასრულს უახლოვდება,“ განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის ახლადდანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ლეონიდ ძიაფშბამ.
"[გამომძიებლებმა] უკვე იციან, თუ რატომ მოხდა ეს თავდასხმა და ვინ შეიძლება იდგეს მის უკან,“ – იტყობინება "აფსნიპრესი“ ძიაფშბას სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება აფხაზ დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა. თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია.
სეპარატისტული აფხაზეთის პროკურატურამ გასულ კვირას განაცხადა, რომ გუდაუთას მეჩეთზე თავდასხმის გამოძიებიებისას რამოდენიმე ვერსია გამოიკვეთა, მათ შორის უცხოური რადიკალური ისლამისტური ჯგუფების ან უცხოური დაზვერვის შესაძლო მონაწილეობაზე თავდასხმაში.
ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაიჭრა მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბერს გუდაუთას ცენტრში მდებარე მეჩეთის წინ მლოცველთა ჯგუფს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
This post is also available in: Русский