skip to content
ახალი ამბები

აშშ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს სრულად ითანამშრომლოს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ 9 აგვისტოს.

„გვსურს, რომ რუსეთმა სრულად შეასრულოს ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები,“ – უპასუხა მან ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ ნიშნავდა თუ არა რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის კვლავ გაკონტროლება იმას, რომ დიპლომატიური მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.   

„როდესაც [სახელმწიფო] მდივანი [ჰილარი კლინტონი] ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს აღიაროს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის შუამავლობით იქნა მიღწეული და რომელსაც პრეზიდენტმა მედვედევმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერეს ხელი,“ – განაცხადა კროულიმ, "ასევე არსებობს ჟენევის პროცესი, რომლის ფარგლებშიც ეს საკითხები დროდადრო განიხილება“.  

This post is also available in: English Русский

Back to top button