
მოსკოვი მოუწოდებს ბელარუსს და ყაზახეთს არ დაუშვან რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტანა
მოსკოვმა „თხოვნით მიმართა“ თავის პარტნიორებს საბაჟო კავშირიდან – ბელარუსს და ყაზახეთს – არ დაუშვან რუსეთის ტერიტორიაზე ქართული და მოლდოვური ღვინოებისა და მინერალური წყლების შეტანა, განაცხადა რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელმა, გენადი ონიშჩენკომ, 30 ივლისს.
რუსეთმა საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით აკრძალა.
„რუსეთის, ყაზახეთის და ბელარუსის საბაჟო კავშირის კანონდებლობის გათვალისწინებით, ჩვენ მივმართეთ კოლეგებს მიღებული ნორმატიული აქტების ფარგლებში ინფორმაციით, რომ ჩვენს ქვეყანაში რიგი საქონლის გამოყენება შეზღუდულია. ჩვენ ვთხოვეთ მათ მიიღონ ზონები, რათა არ დაუშვან რუსეთის ტერიტორიაზე მოლდოვური და ქართული ღვინოების და მინერალური წყლების შეტანა,“ – იტყობინება „ინტერფაქსი“ ონიშჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.
„ეს არ ნიშნავს, რომ [ბელარუსს და ყაზახეთს] ჩვენს ნებას ვახვევთ და ვზღუდავთ მათ უფლებას გამოიყენონ ეს პროდუქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ამომწურავი ზომების მიღება რუსეთის ტერიტორიაზე ამ პროდუქციის არ დაშვების თაობაზე და ჩვენ გამოვიყენეთ ეს უფლება,“ – დასძინა მან.
.
This post is also available in: English Русский