
საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლის პირველ ნახევარში 18%–ით გაიზარდა
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წლის პირველ ნახევარში 2.95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია, განაცხადა საქსტატმა 23 ივლისს.
2010 წლის პირველ ნახევარში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.51 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 3 პროცენტით მეტი 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება – 496 მილიონი აშშ დოლარი; შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 299 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა – 287 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 173.9 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 157.3 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 153.2 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 150.2 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 89.2 მილიონი აშშ დოლარი; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 84.6 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 81.5 მილიონი აშშ დოლარი.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი კვლავაც ფეროშენადნობებია – 129 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლე ჯგუფის სათავეში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტებია – 292.4 მილიონი აშშ დოლარი 2010 წლის პირველ ნახევარში.
2008 წლის პირველ ნახევართან შედარებით, მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2010 წლის პირველ ნახევარში 26%–ით შემცირდა; იმპორტი 30%–ით, ხოლო ექსპორტი 9%–ით შემცირდა.