skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მიჰაი გიმპუს ტელეფონით ესაუბრა და თვის დასაწყისში მოლდოვაში მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა.

”დაზარალებული მოსახლეობისთვის ქართული მხარე მოლდოვაში სოფელს ააშენებს,” ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. გარდა ამისა, ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი აგვისტოში სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან 120 მოზარდს უმასპინძლებს.

"მოლდოვა ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა… და აუცილებლად უნდა დავეხმაროთ," – განაცხადა სააკაშვილმა 20 ივლისს მოგვიანებით მთავრობის გასვლით სხდომაზე ყვარელში.

ცოტა ხნის წინ მოლდოვასა და რუსეთს შორის დაძაბულობა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა 28 ივნისი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა. თუმცა, მოგვიანებით მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button