ბაღაფში, კოკოითი ნიკარაგუას და ვენესუელას ეწვევიან
სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი დელეგაციების თანხლებით ნიკარაგუას და ვენესუელას ეწვევიან.
აფხაზური და სამხრეთ ოსური საინფორმაციო წყაროების ცნობით, დაგეგმილია მათი შეხვედრები ნიკარაგუას პრეზიდენტთან დანიელ ორტეგასთან და ვენესუელას პრეზიდენტთან უგო ჩავესთან.
ვიზიტების ფარგლებში, რომელიც 25 ივლისამდე გასტანს, ასევე იგეგმება თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება.
ნიკარაგუამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები 2008 წლის სექტემბერში აღიარა, ერთი წლის თავზე კი იგივე ნაბიჯი ვენესუელამაც გადადგა. მათი ეს გადაწყვეტილება მოჰყვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. უკანასკნელმა ანალოგიური გადაწყვეტილება ნაურუმ მიიღო.
აშშ და ევროკავშირი, ისევე როგორც პოსტ–საბჭოთა ქვეყნების უმეტესობა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არ აღიარების პოლიტიკას უჭერენ ღიად მხარს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)