ახალი ამბები

კლინტონისა და სააკაშვილის გაფართოვებული ფორმატით შეხვედრა დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო გაფართოვებული შეხვედრა მიხეილ სააკაშვილსა და აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შორის.

ამ ფორმატით შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰილარი კლინტონი და მიხეილ სააკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც დაგეგმილია მათი ერთობლივი პრესკონფერენცია შეხვედრების შედეგებთან დაკავშირებით.

Back to top button