ახალი ამბები

ვაშაძე დიდ ბრიტანეთს სტუმრობს

30 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე შეხვედრებს გამართავს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანთან უილიამ ჰეიგთან და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ბრიტანეთის კაბინეტის წევრთან ლორდ ვილიამ ვოლასთან, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

 

მსგავსი/Related

Back to top button