ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს მოუწოდებს შეწყვიტოს სამშვიდობო ფორმატის განადგურების მცდელობა

სოხუმმა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის „დროებით“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის კარნახით მიიღო, რაც „თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ რუსეთს მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არ სჭირდება“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 24 ივნისს.

„აფხაზეთის ე.წ. მთავრობა უბრალოდ მარიონეტი არის მოსკოვის ხელში,“– აღნიშნა მან ავსტრიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 

“საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწევს ზეწოლა რუსეთზე იმისათვის, რომ რუსეთი დაბრუნდეს ჟენევაში –  აფხაზეთი კი არა ე.წ., არამედ რუსეთი  დაბრუნდეს ჟენევაში, შეწყვიტოს მცდელობა ამ ერთადერთი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის განადგურებების,“– განაცხადა ვაშაძემ.

სოხუმმა 23 ივნისს გამოაცხადა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის „დროებით“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ  აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულმა მოლაპარაკებებმა "რეალურ პროგრესს ვერ მიაღწია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button