
ახალი ამბები
საარტილერიო ბრიგადაში მომხდარ ინციდენტს კაპრალი ემსხვერპლა
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 22 ივნისს, რომ სამხედრო პოლიციამ პირველი საარტილერიო ბრიგადის კაპრალი დააპატიმრა, რომელიც ამავე ბრიგადის კაპრალის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.
კაპრალი ასკილაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე პირველი საარტილერიო ბრიგადის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი გათავისუფლებულია სამსახურიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)