skip to content
ახალი ამბები

მთავრობაში ცვლილებები იგეგმება

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა დაადასტურა 18 ივნისს, რომ მთავრობაში შესაძლო ცვლილებების საკითხი განიხილება.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის; მისივე თქმით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაშიც კი, მთავრობის ფართომასშტაბიანი შეცვლა არ იგეგმება.

ბოლო დროს ქართული მედიით გავრცელდა ვარაუდები ეკონომიკის მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის შესაძლო შეცვლის და მთავრობაში რამოდენიმე შესაძლო სტრუქტურული ცვლილების განხორციელების თაობაზე.       

This post is also available in: English Русский

Back to top button