ახალი ამბები

ვაშაძემ და ნალბანდიანმა ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 14 ივნისს თბილისში თავის სომეხ კოლეგას ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების, ასევე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

„ვისაუბრეთ იმ საერთაშორისო სამართლებრივ ბაზაზე, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს აქვს საფუძვლად, განსაკუთრებულით ორმხრივ ურთიერთობებში, და, რა თქმა უნდა, იმ კოორდინაციაზე, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს და სომხეთს სჭირდება, როგორც ერთი რეგიონის წარმომადგენელ ქვეყნებს,“ – განაცხადა ვაშაძემ ნალბანდიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

„ჩემ კოლეგას აინტერესებდა ის სიტუაცია, რაც ახლა არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსულ–ქართულ ურთიერთობებში და, რა თქმა უნდა, მე სრულად მივაწოდე ეს ინფორმაცია,“ – განაცხადა ვაშაძემ.

დღესვე მოგვიანებით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პრეზიდენტი სააკაშვილი უმასპინძლებს ბათუმში.

მსგავსი/Related

Back to top button