ახალი ამბები

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი 13–14 ივნისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და საქართველოში სომხური დიასპორის წარმომადგენლებს.

„შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და  რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

This post is also available in: English Русский

Back to top button