ახალი ამბები

ვაშაძე ესპანეთს ეწვევა

7-8 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთს ეწვევა, სადაც თავის ესპანელ კოლეგას მიგელ ანხელ მორატინოსს შეხვდება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის შემოსავლებზე და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებას.

მსგავსი/Related

Back to top button