ახალი ამბები

საარჩევნო მედია მონიტორინგი

ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე საარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ტელევიზიების მხრიდან კანდიდატების და პარტიების გაშუქების ძირითად ტენდენციებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა.

26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ორი ყველაზე პოპულარული ნაციონალური მაუწყებელი – ”რუსთავი 2” და ”იმედი” –  ალიანსი საქართველოს ლიდერის, ირაკლი ალასანიას გაშუქებისას ძირითადად ნეიტრალურ ან უარყოფით ტონს ინარჩუნებდნენ,  ხოლო ”კავკასიის” და ”მაესტროს” ნეიტრალური ან უარყოფითი ტონი ქონდათ გიგი უგულავას გაშუქების დროს.

მონიტორინგის შედეგების დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულებზე:

მონიტორინგის მეხუთე კვირა – 26 მაისი-1 ივნისი – pdf

მონიტორინგის დაწყებიდან, 26 აპრილიდან 1 ივნისის ჩათვლით შეჯამებული მონაცემები – pdf

მედია მონიტორინგს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button