
ალასანია: ეგზით პოლები არ არის რეალური სურათი
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ეგზით პოლის შედეგები არ იძლევა რეალურ სურათს და თუ რა არჩევანი გააკეთა თბილისის მოსახლეობამ, ეს ხმების დათვლის შემდეგ გახდება ცხადი.
”უახლოესი საათები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა არჩევანი გააკეთა თბილისის მოსახლეობამ, არჩევნების შეფასება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი,”- განაცხადა ”ალიანსის” ლიდერმა.
ნაციონალური ტელეკომპანიების მიერ დაკვეთილი ეგზით პოლების მიხედვით, 60-61%-ით დიდი უპირატესობით ლიდერობს მოქმედი მერი გიგი უგულავა და მას 17-18%-ით მოსდევს ირაკლი ალასანია.
”ეგზით პოლები ეს არ არის რეალური სურათი. რეალურ სურათს მოგვცემს ხმების დათვლა. ჩვენ შეფასებას გავაკეთებთ, მხოლოდ ამის შემდეგ,”- აღნიშნა ალასანიამ.
მისი თქმით, ”ალიანსი” თითოეულ ხმას დაიცავს.
This post is also available in: English Русский