We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ეგზით პოლებით უგულავა დიდი უპირატესობით ლიდერობს

ადგილობრივ არჩევნებზე ჩატარებული ეგზით პოლების მონაცემებით დიდი უპირატესობით ლიდერობს მოქმედი მერი გიგი უგულავა და მმართველი ნაციონალური მოძრაობა.

”რუსთავი 2”-სა და ”იმედის” მიერ დაკვეთილი ეგზით პოლების საბოლოო მონაცემების თანახმად, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ Edison Research-მა განახორციელა, ხმათა 60% მიიღო გიგი უგულავამ; მას მოსდევს 17%-ით ირაკლი ალასანია, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი; გიორგი ჭანტურია, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ხმათა 10%-ით; ეროვნული საბჭოს კანდიდატი ზვიად ძიძიგური  – 6%-ით; მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე – 5%; დანარჩენ კანდიდატებს ხმათა 1% აქვთ.

”რუსთავი 2”-ის და ”იმედის” დაკვეთით Edison Research-ის მიერ განხორციელებული ეგზით პოლების შედეგები ეფუძნება თბილისში მდებარე 72 საარჩევნო უბანზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 12 951 ამომრჩევლის გამოკითხვას. მათგან გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა 49%-მა განაცხადა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოში პარტიების პროპორციულ მონაცემებს, ნაციონალურ მოძრაობას ეგზით პოლებით აქვს 59%, ალიანსი საქართველოსთვის – 17%; ქრისტიან-დემოკრატები – 10%;  ეროვნული საბჭო – 7%; მრეწველები – 5%.

ცდომილება კომპანიის განცხადებით 2%-ია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ნიუმბერგში განთავსებული GfK Group-ის მიერ ჩატარებული ეგზით პოლების წინასწარი მონაცემების თანახმად მერობის კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდა: გიგი უგულავა – 60%; ირაკლი ალასანია – 18%; გიორგი ჭანტურია – 7%; ზვიად ძიძიგური – 7%; გოგი თოფაძე – 4%. 

 

This post is also available in: English Русский

Back to top button