ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 17 საათისთვის 40% შეადგინა

17 საათისთვის 1 432 897 ამომრჩეველმა მისცა ხმა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.42%-ს შეადგენს, განაცხადა ცესკომ.

აქედან, ხმის მიცემის დასრულებამდე სამი საათით ადრე, თბილისში 392 688-მა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც ასევე დედაქალაქის საერთო რაოდენობის 40%-ს შეადგენს. 

აქტივობა 12 საათისთვის 20%-ს შეადგენდა.

30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისათვის ერთიანი საარჩევნო სია 3 544 770 ამომრჩეველს მოიცავს, საიდანაც 981 505 ამომრჩეველი თბილისშია რეგისტრირებული.

This post is also available in: English Русский

Back to top button