ახალი ამბები

გიორგი ჭანტურია: ძალიან დადებითი მოლოდინი მაქვს

ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ მას ადგილობრივი არჩევნების მიმართ ”ძალიან დადებითი მოლოდინი” აქვს.

”უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ ყველაფერი და ამიტომ ვფიქრობ, რომ მე ხმა მივეცი სწორად ჩემი თბილისის მომავალს და ჩემი ქალაქის მოსახლეობის და ამ ხალხის ბედნიერებას, რომელიც აქ ცხოვრობს. ძალიან დადებითი მოლოდინი მაქვს. ყველა შემთხვევაში ეს არჩევნები არის დადებითი და მე ვფიქრობ, რომ სიკეთეს მოუტანს ყველას, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს,”- განაცხადა ჭანტურიამ ხმის მიცემის შემდეგ.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, ეს არჩევნები მისი პარტიისთვის ისტორიულია.

”ახლა მიმდინარეობს ადგილობრივ ხელისუფლებაში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მოსვლის ისტორიული პროცესი, რომელშიც თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე და ჩემმა ოჯახმა ჩვენი ხმა შევუერთეთ იმ ათი ათასობით ქართველის ხმას, რომელთათვისაც ქრისტიანობა და დემოკრატია მთავარი ღირებულებაა,”- განაცხადა მან ხმის მიცემის შემდეგ.

მრეწველთა ლიდერმა და მერობის კანდიდატმა გოგი თოფაძემ ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: ”ეს ხელისუფლება დამარცხდება საბოლოო ჯამში, ეს არის იმედი, დღეს არა ხვალ”. 

This post is also available in: English Русский

Back to top button