უგულავა: ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ გამარჯვებისთვის
მოქმედმა მერმა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ”მხოლოდ გამარჯვებისთვის” იბრძვის.
”რა თქმა უნდა, მე ვმონაწილეობ გამარჯვებისთვის, მაგრამ თეორიულად თუ დავუშვებ დამარცხებას, მე არც ამის აღიარება გამიჭირდება და არც გამარჯვებულისთვის მილოცვა. იმიტომ, რომ მიმაჩნია, ესეც არის ის სტანდარტი, რომელიც უნდა დამკვიდრდეს. მაგრამ დღეს ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ გამარჯვებისთვის,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს საარჩევნო უბანში.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩაივლის და იქნება დემოკრატიზაციისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი.
”თბილისისთვის ეს მართლაც ისტორიული მომენტია, რადგან პირველად საქართველოს ისტორიაში თბილისელები პირდაპირი წესით ირჩენ მერს. მე მინდა ყველა მონაწილე სუბიექტს მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ მართლა განსხვავებული კამპანია იყო საქმიანი ორიენტირებული იმაზე, რომ ყველა კანდიდატი ცდილობდა საკუთარი ხევა შეეთავაზებინა თბილისელებისთვის და ეს მაძლევს საფუძველს, რომ ვივარაუდო და მტკიცე რწმენა გამოვთქვა იმისა, რომ დღესაც ყველაფერი გამჭირვალედ, სამართლიანად და მაღალი სტანდარტებით ჩაივლის და ჩატარდება. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის,”- განაცხადა უგულავამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)