skip to content
ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ენგურჰესზე მემორანდუმი გასაიდუმლოებული დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ კომპანია “ინტერ რაო ეეს”-ს შორის ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე გაფორმებული მემორანდუმი გასაიდუმლოებული დატოვა. 

მემორანდუმს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ენგურჰესის ერთობლივი მართვის შესახებ 2008 წლის 30 დეკემბერს მოეწერა ხელი, ხოლო იანვრის შუა რიცხვებში დოკუმენტი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ კონფიდენციალურად გამოაცხადა, როგორც მან განაცხადა, რუსული კომპანიის თხოვნით. სამინისტროს განმარტებით, დოკუმენტი რამოდენიმე მგრძნობიარე კომერციულ ინფორმაციას შეიცავს.

მას შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და გაზეთი ”რეზონანსი” ენერგეტიკის სამინისტროსგან უშედეგოდ ცდილობენ დოკუმენტის მოპოვებას. საია და ”რეზონანსი” მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოებრივი ინტერესი აღემატება კერძო პირების კომერციული ინტერესებს და დაუშვებელია მათი გასაიდუმლოება. საიაც და ”რეზონანსიც” ამ გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button