ახალი ამბები

თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დღეს საქართველოს ერთთდღიანი ვიზიტით ეწვევა.

დაგეგმილია ბათუმში მისი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს ვიზიტი ”მნიშვნელოვანია” ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

”მიუხედავად მრავალი სკეპტიკური გარე შეფასებისა, რომ საქართველოში არ არის კეთილსაიმედო კლიმატი, რომ საქართველო არის საფრთხის მატარებელი სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, როგორიც არის თურქეთი, ახორციელებს მთელ რიგ ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,”- განაცხადა კალანდაძემ 17 მაისს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button