ახალი ამბები

ბაქრაძე შვედეთს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 5-7 მაისს ოფიციალური ვიზიტით შვედეთს სტუმრობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბაქრაძე შეხვედრებს გამართავს შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, პერ ვესტერბერგთან და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, კარლ ბილდტს.

6 მაისს დავით ბაქრაძეს დაგეგმილი აქვს აუდიენცია მის აღმატებულებასთან შვედეთის მეფესთან, კარლ გუსტავ XVI-თან.

”შვედეთმა ძალიან აქტიური როლი ითამაშა ევროკავშირში მისი თავმჯდომარეობის დროს,” – განუცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს გამგზავრებამდე, ”შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, რომელსაც შევხვდები, იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი რუსული აგრესიის დღეებში. შვედეთმა ითამაშა ძალიან პოზიტიური როლი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის შექმნაში, როდესაც იყო ევროკავშირის პრეზიდენტი და დღესაც შვედეთი აგრძელებს აღმოსავლეთის მიმართულების ლობირებას ევროკავშირის შიგნით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ისიც, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში შვედეთის დახმარებით”.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button