
ახალი ამბები
გიორგი გაჩეჩილაძემ თბილისის მერად კენჭისყრა გადაიფიქრა
გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე ”უცნობმა”, განაცხადა პარასკევს, რომ მას სურდა თბილისის მერად კენჭისყრა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრისას მან განაცხადა, რომ მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ამის შესახებ თავისმა ძმამ, საზოგადოებრივი მოძრაობის დაიცავი საქართველოს ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ სთხოვა. ამ უკანასკნელმა, რომელიც მერობის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად მიიჩნეოდა, განაცხადა გასულ კვირას, რომ არ იყრის თბილისის მერად კენჭს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)