ახალი ამბები
შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს, ხოლო ამ დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი დევი ჭელიძე სოდ-ის ხელმძღვანელი გახდა.
ამ საკადრო გადაადგილების მიზეზებთან დაკავშირებით შსს-ის ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა Civil.ge-ს განუცხადა: ”ასე ჩავთვალეთ საჭიროდ. ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებებია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)