ახალი ამბები

აზერბაიჯანში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

დღეს პარლამენტმა აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ირაკლი ქავთარაძე დაამტკიცა. 

ქავთარაძე, რომელიც ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, ბოლოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში ამ პოსტზე მხოლოდ ორი თვე იმსახურა. ივანე ნონიაშვილი, რომელიც პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი იყო, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად 2009 წლის ნოემბერში დაამტკიცეს. თუმცა, 2010 წლის იანვარში მან გადადგომაზე განცხადება დაწერა, რისი მიზეზიც არ გახმოვანებულა.

დღესვე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეორგანიზებული საელჩოების სამი ელჩის ხელახლა დამტკიცებას. კერძოდ, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს დაემატა ანდორის სათავადოს დაფარვაც, სადაც ელჩობას ნიკოლოზ ნათბილაძე გააგრძელებს; გიორგი ჯანჯღავა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ერთად პაკისტანსაც დაფარავს; დავით კერესელიძე კი დანიისა და ნორვეგიის სამეფოებთან ერთად საქართველოს ისლანდიაშიც წარმოადგენს.

This post is also available in: English Русский

Back to top button