ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება თბილისის მიერ ექვსი ოსის გათავისუფლებას

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ 29-30 მარტს სამხრეთ ოსეთის ოთხი მკვიდრისა და რუსეთის ორი მოქალაქის განთავისუფლებას და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებს.

”ეს დაკავებულებთან დაკავშირებული საერთო მდგომარეობის  ცვლილებისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია,”- აცხადებს მისია 31 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

”მისია იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები ადმინისტრაციული და არა სამართლებრივი სისტემის მეშვეობით იქნება მოგვარებული. მოცემული საკითხების განხილვისათვის შესაბამის ფორუმს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი წარმოადგენს,”- ნათქვამია განცხადებაში.

აქვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ცხინვალს აღადგინოს მონაწილეობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პროცესში, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button