
ახალი ამბები
პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნები 30 მაისისთვის დანიშნა
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თბილისის მერის არჩევნები 30 მაისს გაიმართება.
შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 მარტს მოაწერა ხელი, იტყობინება მისი ადმინისტრაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნების დღედ 30 მაისი საარჩევნო კოდექსში განისაზღვრა, ეს თარიღი პრეზიდენტს არაუგვიანეს 31 მარტისა ოფიციალურად უნდა გამოეცხადებინა. არჩევნების თარიღის დანიშვნასთან ერთად ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.
This post is also available in: English Русский