
ახალი ამბები
ხავიერ სოლანა და სთროუბ თელბოთი თბილისში შეხვედრებს მართავენ
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი კომისარი ხავიერ სოლანა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ბრუკინგსის ინსტიტუტის ხელმძღვანელი სთროუბ თელბოთი თბილისში შეხვედრებს მართავენ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 მარტს ხავიერ სოლანა და კლინტონის ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ოქროს საწმისის ორდენებით ”საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის” დააჯილდოვა.