
ახალი ამბები
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტეოდორ ბაკონსკი 30-31 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ტეოდორ ბაკონსკი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურთან, ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან და სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საველე ოფისს მოინახულებს მცხეთაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)