ახალი ამბები

პატრიარქი ”იმედის” დადგმულ ”ქრონიკას” გმობს

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დღეს განაცხადა, რომ ისეთი ”უმსგავსო” გადაცემები, როგორიც ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გავიდა ე.წ. მოდელირებული ”ქრონიკის” სახით, არ უნდა გადაიცემოდეს.

”ადამიანი ხომ არ არის გამოცდის კურდღელი, ან საგამოცდო თაგვები, ადამიანი არის ხატება  ღვთისა და აი ამიტომ ჩვენ ვგმობთ ასეთ გადაცემებს,” – ბრძანა პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას.

”მე მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ მოვლენებს. არ შეიძლება, რომ ესა თუ ის არხი ტელევიზიისა იყოს უკონტროლო და ასეთ უმსგავსობას არ უნდა გადმოსცემდეს.”

”გუშინ ხალხმა მიიღო გადაცემა როგორც სინამდვილე და თუ, ღმერთმა დაგვიფაროს, და მართლა მოხდეს, ხალხი აღარ დაიჯერებს. შეურაცყოფილია ყოველი ადამიანი ამ გადაცემით. შეურაცყოფილია ქართული ჯარი; გადმოცემდნენ, რომ ჯარის ნაწილი გადავიდა მტრის ბანაკში; ეს არის შეურაცყოფა ჩვენი ჯარისა. შევთხოვოთ უფალს, რომ ჩვენ დავდგეთ სიმართლის, ჭეშმარიტების გზაზე,” – დასძინა მან.

Back to top button