
ახალი ამბები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჟოაო სუარესი 9-10 მარტს საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.
ვიზიტისას დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, საქართველოს პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლტოლვილთა და განსახლების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სამინისტროებში.
ჟოაო სუარესი ასევე გეგმავს შეხვედრას საქართველოს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)