ახალი ამბები

ქსნის საპყრობილეში გაჩენილი ხანძრის შედეგად პატიმარი დაიღუპა

ქსნის მე-7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ერთ-ერთ შენობაში 6 მარტს მომხდარი ხანძრის შედეგად ერთი პატიმარი დაიღუპა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ 7 მარტს განაცახდა, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ტრაგიკული ინციდენტი ქსნის კოლონიის დახურვამდე რამოდენიმე კვირით ადრე მოხდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ცნობით, პატიმრებს მომდევნო თვეში ახლადაშენებულ ციხეში გადაიყვანენ.

სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა 7 მარტს, რომ ის აფრთხილებდა სამინისტროს მიეღო ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

”სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ქსნის კოლონიაში პრობლემები მოუგვარებელი დარჩა და ამას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,” – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button