ახალი ამბები

პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტს დღეს მიმართავს

პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს დღეს საღამოს წარუდგენს.

მისი გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაიმართება დებატები, რისთვისაც უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს 45-45 წუთი დაეთმობა.

დებატების შემდეგ პრეზიდენტი შემაჯამებელი სიტყვით მიმართავს დეპუტატებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მოხსენებაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკაზე, ასევე მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი გაახმოვანებს ახალ ინიციატივებს სოციალურ სფეროში.

Back to top button