ახალი ამბები

კუკავა: დარწმუნებული ვარ შეთანხმება შედგება

კონსერვატორების წარმომადგენელმა კახა კუკავამ ირაკლი ალასანიას პარტიის ოფისში დღეს გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება მოხდება.

ალასანიას პარტიის ოფისში კონსულტაციები დღეს დაიწყო და კუკავას გარდა მასში ლევან გაჩეჩილაძეც მონაწილეობს. კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის თუ რაზე შეთანხმდებიან მხარეები, თუმცა კუკავამ თქვა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.

”დარწმუნებული ვარ რომ დასრულდება ეს პროცესი შეთანხმებით და იქნება ეს კარგი ახალი ამბავი; დეტალებს გაიგებთ უახლოეს დღეებში,”-  განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი. ეს შეთანხმება მოხდება უახლოეს დღეებში. შეთანხმებას ჭირდება ორივე მხარე; ჩვენ ორივე ვართ განწყობილი კონსტრუქციულად და დარწმუნებული ვარ რომ შეთანხმება იქნება მიღწეული.”

Back to top button