ახალი ამბები

ბესელიამ ოქრუაშვილის პარტია დატოვა

ეკა ბესელიამ 24 თებერვალს განაცხადა, რომ მან დატოვა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, რადგან სურს უფრო მეტი ყურადღება იმ საზოგადოებრივ მოძრაობას დაუთმოს, რომელიც მან ორიოდე კვირის წინ დააფუძნა და რომლის მიზანი, მისი თქმით, ”უკანონო პატიმრების განთავისუფლებისთვის და სასამართლო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა”.

”ამ მოძრაობას ჭირდება მეტი ძალისხმევა და მეტი აქტიურობა და მე ეს დღეს უფრო პრიორიტეტულად მიმაჩნია,” – განაცხადა ბესელიამ.

”მე და ირაკლი ოქრუაშვილს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულება გვაქვს და მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობიდან,” – დასძინა მან.

Back to top button