ახალი ამბები

ნოღაიდელი ყაზახეთის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავს

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ გეგმავს პარტიული შეთანხმება გააფორმოს ყაზახეთის მმართველ პარტიასთან ”ნურ ოტანთან".

ანალოგიური შეთანხმება ყოფილმა პრემიერმა უკვე გააფორმა რუსეთის მმართველ პარტიასთან ”ედინაია როსიასთან”.

ზურაბ ნოღაიდელი ამ კვირაში ასტანას სტუმრობდა, სადაც  შეხვედრა გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან კარიმ მასიმოვთან და ყაზახური ინვესტიციების დაბანდების პერსპექტივები განიხილა, იტყობინება მისი პარტიის პრესსამსახური.

Back to top button