ახალი ამბები
რიგგარეშე ადგილობრივ არჩევნებზე საკონსტიტუციო დამატება მიღებულია
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კონსტიტუციაში დამატება, რომელიც რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების 2010 წლის 1 ივნისამდე ჩატარებას და თბილისის მერის პირდაპირ არჩევას ეხება.
მმართველი პარტიის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიცირება, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი არჩევნები 30 მაისს ჩატარდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ არჩევნები 30 მაისს დაინიშნება. პრეზიდენტმა ეს თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე უნდა გამოაცხადოს, კონსტიტუციაში დღეს მიღებული ახალი წესის თანახმად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)