ახალი ამბები

სააკაშვილი ”თანამედროვე საქართველოს ქვაკუთხედებზე”

”სამხედრო-პატრიოტული აღზრდა” არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ ”ორი მთავარი ქვაკუთხედისა, ორი სამკუთხედისა, რომელზეც დგას თანამედროვე საქართველო,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 ნოემბერს.

სააკაშვილმა ამ საკითხზე თავისი ხედვა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო. შეხვედრა ქართულმა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გაუშვეს.

”ჩვენ უნდა გვესმოდეს რა ორ სამკუთხედს ეფუძნება თანამედროვე ცხოვრებაში წარმატება,” – მიმართა სააკაშვილმა სტუდენტებს.

პირველი სამკუთხედის შემადგენელ ნაწილებად მან დაასახელა ”მრავალეთნიკური საქართველოს ისტორია”, ასევე ენა და ”სამხედრო-პატრიოტული აღზრდა”.

”მეორე სამკუთხედი, რომლის გარეშეც არ არსებობს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი საქართველო  – ეს არის, რა თქმა უნდა, კომპიუტერები, მათემატიკა და უცხო ენები,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ეს ორი სამკუთხედი – კომპიუტერები, მათემატიკა, უცხო ენა და მეორეს მხრივ, ისტორია, ენა, სამხედრო- პატრიოტული აღზრდა, ჩვენი უმცირესობების და მათი ინტეგრაციის აუცილებლობის გათვალისწინებით, არის ორი მთავარი ქვაკუთხედი, ორი სამკუთხედი, რომელზეც დგას თანამედროვე საქართველო და რომლითაც ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და დავამარცხებთ პარტიკულარისტულ და ეგოისტურ მენტალიტეტს,” – განაცხადა მან.        
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button