skip to content
ახალი ამბები

მურთაზ ზოდელავა მთავარ პროკურორად დაინიშნა

მმართველი პარტიის დეპუტატი მურთაზ ზოდელავა 28 სექტემბერს ახალ მთავარ პროკურორად დაინიშნა. მან ამ პოსტზე მამუკა გვარამია შეცვალა.

33 წლის მურთაზ ზოდელავა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მისი სადეპუტატო უფლებამოსილება გაუქმდება.

მამუკა გვარამია, რომელიც მთავარ პროკურორად 2008 წლის ნოემბრიდან მუშაობდა, თბილისის პროკურორის პოსტს დაიკავებს.

2008 წლის ოქტომბერში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად გენერალური პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა. იუსტიციის მინისტრი ერთდროულად გენერალური პროკურორის მოვალეობასაც ასრულებს. მთავარი პროკურორის პოსტი ცალკე თანამდებობაა და პროკურატურის ყოველდღიურ საქმიანობას კურირებს.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button