skip to content
ახალი ამბები

რუსეთი აფხაზეთის ”ტერიტორიული წყლების” დასაცავად გემს აგზავნის

სანაპირო დაცვის გემი ”ნოვოროსიისკი”. ტელეკომპანია ვესტის ვიდეოკადრის ფოტო.


რუსეთმა სეპარატისტულ აფხაზეთის ”ტერიტორიული წყლების” დასაცავად სანაპირო დაცვის გემი ”ნოვოროსიისკი” გააგზავნა, იტყობინება რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია ”ვესტი” 21 სექტემბერს. 

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ოჩამჩირის პორტში ”სობოლისა” და ”მანგუსტის” ტიპის ათამდე რუსული კატარღის შემოყვანაა დაგეგმილი რეგიონის ”ტერიტორიული წყლების” გასაკონტროლებლად. 

”ჩვენ აქ ვინმეს დასაშინებლად არ ვიმყოფებით; ჩვენ აქ კანონის დასაცავად ვართ,” – განუცხადა ”ნოვოროსიისკის” კაპიტანმა ფაიკ მამედოვმა ტელეკომპანია ”ვესტის”.

მისი თქმით, ”ნოვოროსიისკი” ”საარტილერიო გემების” სერიიდან არის და ”საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები” გააჩნია.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button