skip to content
ახალი ამბები

სანაპირო დაცვამ აფხაზეთიდან მომავალი გემი დააკავა

საქართველოს სანაპირო დაცვამ სოხუმიდან მომავალი, კამბოჯის დროშით მცურავი, გემი AFRO STAR-ი დააკავა, იუწყება სასაზღვრო პოლიცია 20 აგვისტოს.

ამავე ინფორმაციით, მშრალტვირთმზიდი სოხუმის პორტიდან თურქეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ”კონტრაბანდის სახით 1 255 ტონა შავი ლითონის ჯართი გადაჰქონდა.”

გემის ეკიპაჟი 7 წევრისგან შედგება, ყველა სირიის მოქალაქეა. გემი დაკავებული და ბადრაგირებულია ფოთში.

17 აგვისტოს სანაპირო დაცვამ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ”მრავალჯერ უკანონოდ” გადაკვეთის და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევისთვის დააკავა.

აღნიშნული ფაქტი აფხაზურმა მხარემ გააპროტესტა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა  სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმი მიმართავს ”პროპორციულ ზომებს”, თუ თბილისი გააგრძელებს ”მეკობრეობას.”

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, წელს ქართულმა მხარემ აფხაზეთში უკანონოდ შესვლის გამო სულ ოთხი გემი დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button