ახალი ამბები

”რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი კომუნიკაციების კომისიის წევრად აირჩიეს

დღეს პარლამენტმა ”რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალურ დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი აირჩია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, რის შედეგადაც კომისიაში არსებული ერთი ვაკანტური ადგილი შეივსო.

ჩიქოვანი ასევე არის ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამფლობელი, რომლის სახელზეც იყო დარეგისტრირებული კომპანიის აქციების 30%-ი 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მაისის დასაწყისამდე.

ამ ბოლო ცვლილების შედეგად, კომპანია Degson Limited გახდა აქციების 70%-ის მფლობელი, ხოლო დანარჩენი 30% საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის საკუთრებაში დარჩა. მანამდე, ოფშორული კომპანია GeoMedia Group-ი იყო აქციების 40%-ის მფლობელი.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჯერ არ უპასუხა Civil.Ge-ს მიმართვას Degson Limited-ის შესახებ კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციის მოწოდების შესახებ. კომისიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა 12 ივნისს, რომ კომისია ამ მიმართვაზე პასუხის გაცემას სავარაუდოდ 15 ივნისს შეძლებს, როდესაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი მივლინებიდან დაბრუნდება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button